კობახიძე: “საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას”

თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, არის განადგურებული უკრაინა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” ურჩევს, ჩაკეტილი შენებობიდან გარეთ გაიხედონ და ის ათი ათასობით ადამიანი დაინახონ, რომლებიც 40 დღეა, უწყვეტ აქციას მართავენ და ახალი არჩვენების დანიშვნას ითხოვენ
შემდეგი სტატია“ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს”- ჰამილტონი