კობახიძე – საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით

საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული სამართლებლივი შედეგები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

“რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები, რა თქმა უნდა, დადგება გამოძიების შემდეგ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო ივნისში „ასტრაზენეკას“ 43 ათას დოზას ელოდება