კობახიძე – სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში

სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნული კომნტარით უპასუხა კითხვას: „კარლ ჰარცელი ასრულებს თავის მისიას საქართველოში და როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას“.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმედოვნებს, მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ჩვენ ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას. ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ, თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში პირველად ჩატარდება
შემდეგი სტატიაჩვენი ქვეყანა რომ აკაკუნებს ევროპის კარზე, ბატონი ივანიშვილის დამსახურებაა – ღუდუშაური