კობახიძე – სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა 26 მაისის ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.

კობახიძის თქმით, დღეს ყველამ უნდა ისაუბროს ეროვნულ ამოცანებზე.

„არ მინდა, რაღაც განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ საერთო ეროვნულ ამოცანებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები, უნდა გათავისუფლდეს სასამართლო, კულტურა, ბიზნესი – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაკობახიძე – საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის