კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის უმძიმესი განცხადება ჩინეთის პრეზიდენტზე სამარცხვინოა

სალომე ზურაბიშვილი უმძიმეს განცხადებას აკეთებს ჩინეთის პრეზიდენთან მიმართებით, რაც სამარცხვინოა და პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მისი ინტერესია, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

როგორც ირკალი კობახიძე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი.

„სალომე ზურაბიშვილმა თავად ჩაიყენა ასეთ მდგომარეობაში საკუთარი თავი. ის დღეს არის ფორმალური პრეზიდენტი. როდესაც პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ამას განაგრძობს, იმეორებს, რა თქმა უნდა, ის რჩება ყველასთვის ფორმალურ პრეზიდენტად. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ვერ ჩაითვლება, რეალურად პრეზიდენტად, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. მას აქვს თვეები დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეცდება ამ თვეების განმავლობაშიც დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები, თუმცა ეს არ გამოუვა. ჩინეთის შემთხვევაც არის ამის მაგალითი. მთავრობას მოუწია ბოდიშის მოხდა ამ სამარცხვინო განცხადების გამო. უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ძლიერ სახლემწიფოსთან მიმართებით, მის პრეზიდენტთან მიმართებით. ერთადერთი ახსნა ამის შეიძლება იყოს ის, რომ სალომე ზურაბიშვილს პრინციპულად სურს, რამენაირად დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები. რის საშუალებასაც ჩვენ მას არ მივცემთ. სალომე ზურაბიშვილი ვერ იწოდებდა პრეზიდენტად ასეთ ვითარებაში. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, მისი განცხადება გარეჯთან დაკავშირებით გახსოვთ 2019 წელს, მაშინაც თვეები დასჭირდა მთავრობას იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სათანადოდ დარეგულირებულიყო. ახლაც აკეთებს უმძიმეს განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტთან მიმართებით, რაც უბრალოდ სამარცხვინოა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინტერესია, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – ევროკავშირმა პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატი სტატუსის მისაღებად
შემდეგი სტატიაკალაძე – ევროინტეგრაციის გზაზე, ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელი მგონია