კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობის“ პირველი ნომერი გახდეს, თუმცა მათ ვერაფერს მოუტანს

სალომე ზურაბიშვილს არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა,ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი, -ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა საპარლამენტო არჩვენების დროს ოპოზიციის მხარეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი უკვე ოპოზიციის მხარეს არის.

„წინასაარჩევნოდ თუ ფორმალურადაც გადაინაცვლებს ოპოზიციის მხარეს და შეუერთდება თუ არა რომელიმე პარტიას, ეს არ ვიცი, მაგრამ ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს და შეიძლება, ამაზეც შეთანხმდნენ. შეიძლება, არჩევნებში ვიღაცასთან ერთად გავიდეს. მას არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა. ერთადერთი სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება არ აქვს. ვინც „ნაციონალია“, ის ხმას მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს. შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობის“ პირველი ნომერი გახდეს, თუმცა აქაც მათ დააკლებს და ვერაფერს მოუტანს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – გუშინდელიდან სალომე ზურაბიშვილი რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად
შემდეგი სტატიაკობახიძე – სალომე ზურაბიშვილი თავისი ტექსტით გუშინ გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე