კობახიძე – საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ საკუთრებას, არა მარტო სახელმწიფოს, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი.

„პირდაპირ აშკარად იკვეთება, რომ უბრალოდ აიღო და საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი, ეს დამატებითი თანხებია, რაზეც დღეს არის საუბარი, თორემ ასეთივე ფაქტები არის ასახული იმ საქმეში, რომელსაც ეს რადიკალური ოპოზიცია უწოდებს პიჯაკების საქმეს. რა შუაშია პიჯაკები? ადამიანს ჰქონდა ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული, როგორც ამბობენ ხოლმე უხეშად, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ორპირ კარში ყოფნა საშიშია, იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი, ორპირმა ქარმა გაციება იცის
შემდეგი სტატიაკობახიძე – „ნაცმოძრაობა“ ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად, თუ არ დაუჭერენ მხარს იმპიჩმენტს, გამოდის, რომ თავის დროზე ატყუებდნენ სამ მილიონ ამომრჩეველს