კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში ზოგადად საინტერესო პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში აბსურდულ თემებზეა მსჯელობა, იმედია, დღეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა პროცესი

ზოგადად საინტერესო პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში აბსურდულ თემებზე წარიმართება მსჯელობა. მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული უმარტივესი არგუმენტები, რაზეც არგუმენტებს ვერ ვისმენთ, სამაგიეროდ, მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ამ დავის საგანთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო ხდომაზე საუბარი ხშირად აბსურდულ თემებზე მიმდინარეობს.

მაგალითად, ქვეყნის შიგნით, როცა პრეზიდენტი ხვდება ელჩს, ამაზე ვრცელდება თუ არა, საერთოდ არ არის რელევანტური ამ საქმისთვის. გადააქვთ აქცენტი ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ ეხება იმპიჩმენტის დავის საგანს. მთავარი არის უმარტივესი კაზუსი, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, იცოდა რეალურად ეს ყველაფერი, დაადასტურა, რომ სჭირდებოდა თანხმობა, მიმართა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. ამ დონეზე მარტივ კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება, თუმცა ათას აბსურდზე მიდის საუბარი, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არის იმ საკითხთან, რაზეც ახლა მე ვსაუბრობდი, რაზეც ჩვენ ვდაობთ, რაც არის იმპიჩმენტის დავის საგანი. იმედია, რომ მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია. გუშინ, დავიწყე კითხვების დასმა, ეს არის პროცედურის შემდეგი ნაწილი და დავსვი ორი მარტივი კითხვა, ვკითხე – იყო მაგალითად ეს ვიზიტი მათი პოზიციით სამუშაო ვიზიტი თუ იყო კერძო ვიზიტი. 10 წუთი დასჭირდათ ამაზე საპასუხოდ, როცა მარტივი პასუხია გასაცემი. მერე ვთხოვე პრეზიდენტის კონკრეტული ციტატის დადასტურება, რომელიც ინგლისურ ენაზე გაჟღერდა მისი მხრიდან. ამის ქართული თარგმანი მოვიტანე, შეგვიძლია, ინგლისურიც მივიტანოთ. ეს არის ამოღებული ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდიდან. ვთხოვეთ ამის დადასტურება, ამას მოაყოლეს რაღაც ხმაური და აჟიოტაჟი. შეეცადნენ, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაეყვანათ პროცესი. იმედია, დღეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას თავად პარტიის წევრები ადასტურებენ ჩემთან პირად საუბრებში
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – პარლამენტის თანამშრომელმა პოლიტიკოსებმა არ უნდა მისცენ კომენტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ სივრცეში, ჩიხლაძეს და სიჭინავას დეპუტატობა თუ უნდათ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში