კობახიძე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან შეთანხმება მიღწეულია

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან შეთანხმება მიღწეულია – განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა:

“ჩვენ სრულად შევთანხმდით იმ პროექტზე, რომელიც დაინიცირდება და რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

პირველი – რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, დაინიცირდება პროექტი 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება 2%-იანი ბარიერით უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ფრაქციის შექმნის უფლება განისაზღვრება უკვე 4 დეპუტატისთვის და რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის წესს, აქაც არის შეთანხმებული კონკრეტული ტექსტი, რომელიც ეფუძნება მიშელის დოკუმენტს. სამივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს სრული კონსენსუსი შესაბამის პარტიებთან და საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით დაინიცირდება ეს კანონპროექტი,”- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსების გაჩერებაზე იპოვეს