კობახიძე: სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია

სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ნაბიჯის უკან პოლიტიკური ინტერესი ძალიან ნათლად იკითხება.

„თქვენ იცით, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ნინო ლომჯარიას მიმართ და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან, ძალიან ნათლად იკითხება. ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შიმშილობა, დაასვენოს ქვეყანა
შემდეგი სტატიავინ იყენებს ადამიანების სიცოცხლეს დესტაბილიზაციის გამოსაწვევად