“რაც შეეხება საარჩევნო უბნებს ჩვენი დიასპორისთვის. არსებობს სტანდარტული წესები. მათ შორის, ერთ-ერთი წესია ის, რომ არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სახელმწიფო ტერიტორიაზე. ანუ არჩევნებს ვერ ჩაატარებ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საელჩო, დიპლომატიური წარმომადგენლობა განეკუთვნება სახელმწიფოს ტერიტორიას, საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ შესაბამის შენობებში და ამ პრინციპით გრძელდება მუშაობა, რაც ლოგიკურია და ამ პრინციპით მუშაობს ყველა ქვეყანა”,-განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე.