კობახიძე – საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების საკითხზე შეთანხმება შედგა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრისას შეთანხმება შედგა ორ საკითხზე, საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების საკითხზე, გენერლაური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია.

„ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარირის 2 პროცენტამდე შემცირებას მომდევნო ორი არჩევნებისთვის, ფრაქციის ფირმირება შვიდი წევრის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეხება. ამ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და მას ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს.
გენერალური პროკურირის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. დისკუსიის შედეგები მიხედვით პროექტში დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი.

ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პრიკურირის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს. კანონპროექტი კენჭისყრაზე ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა. როგორც იურისტი გეტყვით, რომ გენერალურ პრიკურირთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახუყლი იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში აბსურდულია თავისი შენაარსით. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის შეიძლება შეურაცხმყოიფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პტროექტს ან ამ პუნქტებით ან ამ პუნქტის გარშე ეყრება კენჭი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატიაშიამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან, ოძისში ჩავლენ
შემდეგი სტატიაწერეთელი – „ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება