კობახიძე სააკაშვილზე – თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით – დამნაშავე იჯდება ციხეში

თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით, რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამაზე? – დამნაშავე იმუქრება რევოლუციით, დამნაშავე იჯდება ციხეში, მოუწევს მას თავის სასჯელის მოხდა, ეს არის და ეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

კობახიძის თქმით, მათი მხრიდან შერიგებაზე საუბარი ფარსია და ეს აქციებთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებამაც დაადასტურა.

“ნაცმოძრაობას” არავითარი შანსი რევოლუციის და არჩევნების მოგების ამ ქვეყანაში არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მის უკან არ დგას ხალხი.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შერიგებაზე განცხადება იყო ძალიან მარტივად გაშიფვრადი ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ იმ განცხადებამ, რომელიც 21 დეკემბრის აქციას ან ზოგადად აქციებს უკავშირდება. მათი რეალური ბუნება ვერ შეიცვლება. მათი ბუნება არის ის, რომ მუდმივად არიან მიდრეკილი დესტრუქციისკენ, ქვეყნის, სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებებისკენ, ამას ისინი ვერ მოიშლიან, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან შერიგებაზე თუ დეესკალაციაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი და ბუნებრივია, ამ ფარსს ვერ გავყვებით. ჩვენ გავყვებით იმ მოცემულობას რაც არის სინამდვილე, სინამდვილე არის, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მარგველაშვილს ვინმე რამეს ეკითხება? – ტრაგიკომიკურია მისი განცხადება
შემდეგი სტატიათალაკვაძე – არ შეიძლება შერიგების მოწოდება გააკეთო და თან თავს ესხმოდე ხელისუფლებას