19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

კობახიძე სააკაშვილზე: მას თავისი სასჯელიც არ აკმაყოფილებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის „რევოლუციურ აუცილებლობაზე“ საუბრობს, „არასერიოზულად“ შეაფასა.

“მე მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს. გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით. არასერიოზულია აბსოლუტურად ეს განცხადებები. მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა, რა თქმა უნდა, ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. ეს მე მგონი, ყველასთვის სრულიად ცხადია,” – ასე უპასუხა კობახიძემ პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლის კითხვას – “ის [სააკაშვილი] ამბობს, რომ რადიკალიზაციაა მეტი საჭირო, არჩევნების დრო არ არის, დროა რევოლუციის”.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
შემდეგი სტატიაზელენსკი: ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა– უკრაინამ რუსეთის ნავთობქარხნებსა და “ჩრდილოვან ფლოტს” დაარტყა