კობახიძე სააკაშვილზე: ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია

“ქართული ოცნება” უკრაინის სახალხო დამცველის წინააღმდეგ –  ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენს ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინაში და მათ დაუთმოს ყურადღება.

“უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და სჯობს, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პირობებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი. მგონი არცერთი არ არის”- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილმა უკრაინაც შეაწუხა:

ერთი რომ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია და რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, რადგან ეს ადამიანი ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად, ამაში შედის, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. “- აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სააკაშვილს უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა და ყველა რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი
შემდეგი სტატიალილუაშვილი – პოლიტიკური ზეწოლების ის ნიაღვარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ ეს ნიაღვარი გრძელდება დღესაც