კობახიძე სააკაშვილზე – აგერ, ნახავთ, ვერავითარ ჩამოსვლას ის საქართველოში ვერ გაბედავს

გპირდებით, სააკაშვილი 2 ოქტომბრამდე საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, ვერ გარისკავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი იმ პარტიის ლიდერია, რომელიც დღეს მეორე ადგილზეა.

„სააკაშვილი იმ პარტიის ლიდერია, რომელიც არის დღეს მეორე ადგილზე, სამწუხაროდ. ის აანონსებს საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა აქედანვე გპირდებით, აგერ, ნახავთ, 2 ოქტომბრამდე ვერავითარ ჩამოსვლას ის საქართველოში ვერ გაბედავს, ვერ გარისკავს. ამის თქმის ეშინია, შეეშინდება და შესაბამისად, აქტუალური არ არის მისი ანონსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ხოჯევანიშვილი – სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არასდროს ვყოფილვარ
შემდეგი სტატიავაშაძე – “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმა 5 ივლისის მოვლენების გაგრძელებაა