კობახიძე: სააკაშვილს უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა და ყველა რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების მიერ ყოველდღე გავრცელებულ ინფორმაციას ვერავინ გააყალბებს, გამოქვეყნდება ანალიზების პასუხები, რომელიც აჩვენებს სააკაშვილის მდგომარეობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს, რითაც სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების პასუხები წესრიგშია.

„სააკაშვილს უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა და ყველა რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ბუნებრივია, ეს უკავშირდება იმ მაჩვენებლებს, რომელსაც ვერავინ გააყალბებს. საუბარია ანალიზებზე და მათ პასუხებზე, რომლებიც, დღევანდელი მდგომარეობით, წესრიგშია. ეს მონაცემები იქნება სამომავლოდ გამოქვეყნებული. ეს მარტივი რამ არის. გამოქვეყნდება ანალიზების პასუხები, რაც აჩვენებს, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მიზანია, რომ რამენაირად სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან. ეს დღესავით ნათელია და ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით
შემდეგი სტატიაკობახიძე სააკაშვილზე: ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია