კობახიძე: სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი

სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი – სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ მთლიანობაში, კადრები, ჩანაწერები გავრცელდა ჩვეულებრივად. ათასგვარი უტრირებული განცხადებები იყო, მათ შორის წამება. ღიმილისმომგვრელი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. იყო წინააღმდეგობა, რომელიც გასწია პატიმარმა, წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოქმედება.

რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა.

მისი პარტია ითხოვდა გასაჯაროვებას და პლიუს ამას დაემატა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიქმნა. მთლიანობაში იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ოფიციალური მიზეზიც.

ხელოვნურად, თუ როგორც იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შეიქმნა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უწყება არ გაასაჯაროვებდა ამ კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის“, – აცხადებს კობახიძე.

კობახიძის მტკიცებით, მათთვის მომგებიანი იყო სახელმწიფოზე ზეწოლა და კადრების არგასაჯაროვება.

„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო რა, სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია რა არის, რომ საზოგადოება არ შეაყვანინოს არავის შეცდომაში. ამისთვის მოხდა კადრების გასაჯაროვება“, – აღნიშნა კობახიძემ და დასძინა: „რომელი ღირსება შეელახა რეალურად“.

კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილი ადამიანებს უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი.

„ერთადერთი რაც გასაჯაროვდა იყო ის თუ როგორ უწევს წინააღმდეგობას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, როგორ უწევთ ძალის გამოყენება და ა.შ. ასეთი კადრები სხვადასხვა პირის მიმართ ხშირად საჯაროვდება და ამას არ მოჰყოლია არასდროს არანაირი რეაქცია.

რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ვიღაცამ იხილა ასეთ მდგომარეობაში, მე შეგახსენებთ, რომ ეს, იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი. აქცენტი გადაჰქონდათ რაზე იცით? – „პრეზიდენტი არ უნდა დაინახოს ასე ადამიანმა“ და ამაზე უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი ადამიანებს, ქართველებს და არამარტო ქართველებს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც თმებით ათრიეს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში17 წლის ბიჭის დაჭრა ნუცუბიძის პლატოზე – პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკობახიძე “ნაცმოძრაობაზე”: 3 წელი აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება