კობახიძე-სააკაშვილის მსგავსება? – “სხვა სახელმწიფოში მას ამისთვის გადააყენებდნენ”

პარლამენტის თავმჯდომარის ცნობილ განცხადებაზე კომუნისტებზე, საგაზეთო ინტერვიუში იურისტი ვალერი გელბახიანი აფასებს. გელბახიანის თქმით, ეს არასერიოზულზე უარესი განცხადება და პოლიტიკური შეცდომაა. გელბახიანი ფიქრობს, რომ კობახიძის ნათქვამი შესაძლოა არაჯანსაღად იქნას აღქმული და იმ ადამიანების დევნა დაიწყოს, ვისაც პარლამენტის თავმჯდომარემ კომუნისტები უწოდა:
“პარლამენტის თავმჯოდმარემ ფაშისტური განცხადება გააკეთა. სხვა სახელმწიფოში მას ამისთვის გადააყენებდნენ. შეიძლება ვთქვათ, ირაკლი კობახიძე ემოციებს აჰყვა ან ეს გამოუცდელობით წამოცდა, მაგრამ საქმე უფრო სერიოზულადაა. პარლამენტის თავმდჯომარე ძალიან დიდი თანამდებობის პირია, მას ასეთი გადაცდომები არ ეპატიება. ერთხელ სააკაშვილმა შესძახა ყველანი ციხეშიო. გვახსოვს რაც მოჰყვა ამ შეძახილს. კობახიძის ნათქვამი შეიძლება არაჯანსაღად აღიქვან და დაიწყონ იმ ადამიანების დევნა, ვისაც პარლამენტის თავმჯდომარე კომუნისტებს ეძახის” განაცხადა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვალერი გელბახიანმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი: წესიერი ადამიანების მობილიზების დრო მოდის აშკარად
შემდეგი სტატიაიმედია, ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება