6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

კობახიძე: სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთსა და იმავე ობიექტს 5-ჯერ და ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი

“მახსოვს, სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთსა და იმავე ობიექტს 5-ჯერ და ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილის სტანდარტია, „ნაცმოძრაობის” სტანდარტი, უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.

„ჩვენთვის საერთოდ აღარ არის ეს საკითხი საინტერესო, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებს, სრულ განუკითხაობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი,”- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მილიონობით ქართველისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის რისკი დამდგარიყო
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი: არ უნდა დაიღვაროს ცრემლები ირანის რეჟიმისთვის, რომელმაც რეპრესიები მოუტანა საკუთარ ხალხს