კობახიძე – სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში

სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს ცოტა ხნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სააკაშვილის ეს საქციელი ემსახურება შემდეგს, მე მგონი თავადაც არ არის ამ დონეზე სულელი, რომ ეგონოს, ამით თავის მხარდამჭერებს უფრო მეტად დაამობილიზებს, ვიდრე ჩვენ მხარდამჭერებს. ეს არამგონია, იყოს მისი გათვლა, მას უფრო აწუხებს შიდა პარტიული ამბები, მას უნდა თავის თავზე, თავის „ფეიკზე“ მიიწეროს ის 25-პროცენტიანი შედეგი, რომელიც შეიძლება, მიიღოს 2 ოქტომბრის არჩევნებში.

ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებაა და მიდის ბრძოლა, ვინ მიიწერს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება მიიღოს პარტიამ. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, შეიძლება ეს ცუდიც არის, როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად დამობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს ცოტა ხნით. ეს არის კლოუნადის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – არ შეიძლება, სერიოზული კომენტარი გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ან ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და ირიბად გზა გაუხსნა, ან ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს მისი საქართველოში შემოსვლას