კობახიძე რურუას შეწყალებისკენ მოწოდებებზე – აბსოლუტურად მიუღებელია

გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯისა და დასავლელი პარტნიორებისგან მისი შეწყალებისკენ მოწოდებების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “აბსოლუტურად მიუღებელია” განცხადებები, რომლებიც “პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილებას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას”.

ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და საქართველოს პარტნიორებიც ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ.

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიასამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ბავშვის ნათესავი დააკავეს