კობახიძე: როდესაც ასეთი ოპოზიცია ყავს ქვეყანას, ეს არის კატასტროფა უმძიმესი

ირაკლი კობახიძე მორიგ ჯერზე ოპოზიციას რადიკალურს და კატასტროფულს უწოდებს, ამბობს რომ ისინი თავს ჭრიან მათ, და ამ ყველაფერს უმრავლესობის ლიდერი ბრალდებასაც უმატებს – “როდესაც შენ გაქვს გაყიდული დავითგარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე”.

“ოპოზიცია თავს გვჭრიდა ადრე რაიონული მასშტაბით და ახლა გვჭრის უკვე მსოფლიო მასშტაბით, როდესაც ასეთი ოპოზიცია ყავს ქვეყანას, ეს არის კატასტროფა, უმძიმესი. როდესაც შენ გაქვს გაყიდული დავითგარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ასეთს და მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის თავის მოჭრა და სამარცხვინო და მერე ამას, რომ აბრალებ, კიდევ დამატებით, მეგობარს ელჩებს, ასეთი ოპოზიციის ადგილი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში, უმაღლეს დემოკრატიულ ორგანოში”, – თქვა საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

დღესვე ირაკლი კობახიძემ ყველას მოუწოდა – “გაემიჯნოთ რადიკალურ ოპოზიციას და რადიკალური ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებს”.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ახლა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რადგან აქამდე ივანიშვილის რეჟიმი დაკავებული იყო მხოლოდ იმით, რომ გაეტეხა ოპოზიცია, რაც მან ვერ შეძლო
შემდეგი სტატიაკობახიძე: ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა ვერ შეძლო