კობახიძე – რაც უფრო გვიან ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მაღალი იქნება პოლარიზაციის ხარისხი

რაც უფრო გვიან ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მაღალი იქნება პოლარიზაციის ხარისხი. იმისთვის, რომ არავის მივცეთ მეტი პოლარიზაციის საშუალება, უმჯობესია არჩევნები ადრე ჩატარდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუაცხადა.

მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის განსაზღვრით და ამ ჩანაწერით ინერგება კარგი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პარტიებმა არჩევნების თარიღი 3 თვით ადრე იციან.

„ქვეყნისთვის არ იქნება მომგებიანი პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, შესაბამისად, რაც უფრო ადრე ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში, მით უკეთესი. თარიღი დასადგენი იყო პრეზდენტისა და პრემიერის მიერ, თუმცა, ჩვენ გავყევით კონსტიტუციის პრაქტიკას და თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც თარიღი ჩავწერეთ უშუალოდ „საარჩევნო კოდექსში“, რაც კარგი პრაქტიკაა. უკეთესი პრაქტიკაა, რომ 3 თვით და კიდევ უფრო ადრე იციან პარტიებმა არჩევნების თარიღის შესახებ. სამი თვით ადრე პარტიებს აქვთ საშუალება კამპანიის მიმდინარეობა ზუსტად განსაზღვრონ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ძაბირაძე – გიორგი გახარია ამ ეტაპზე თავის ტკივილია „ქართული ოცნებისთვის“
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი – იმაზე, რომ დღისით, მზისით ვიღაცა ბედავს პოლიციელზე თავდასხმას, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება