კობახიძე: ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ ირაკლი კობახიძე და მისი პოლიტიკური პატრონი ბიძინა ივანიშვილი არიან სრულიად დისკრედიტირებულნი და მათ აღარ აქვთ არც პარტნიორების და არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა

„ირაკლი კობახიძე აღარც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არის სასურველი სტუმარი და სპიკერი და აღარც ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ღონისძიებაზე აღარ შეეგება ხალხი, ეს კი მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ იმაზე, ირაკლი კობახიძე და მისი პოლიტიკური პატრონი ბიძინა ივანიშვილი არიან სრულიად დისკრედიტირებულნი.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის საელჩოში მიღებასთან დაკავშირებით

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „ირაკლი კობახიძე აღარც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არის სასურველი სტუმარი და სპიკერი და აღარც ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ღონისძიებაზე აღარ შეეგება ხალხი, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ ირაკლი კობახიძე და მისი პოლიტიკური პატრონი ბიძინა ივანიშვილი არიან სრულიად დისკრედიტირებულნი და მათ აღარ აქვთ არც პარტნიორების და არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა .

დემოკრატია და ხალხის ნება აშინებს მხოლოდ დიქტატორებს და აშინებს მხოლოდ ავტოკრატებს და სწორედ ავტოკრატად ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილი ,რომელსაც აშინებს საქართველოს მეგობრების პოზიციებიც და რაც მთავარია საკუთარი ხალხის პოზიციები და ხმა. ამისთვის აუცილებელია, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ძალაუფლება კვლავ დავუბრუნოთ პროევროპულ, დასავლელ ქართველ ხალხს, რომელთა ნებითაც შემდეგ არამხოლოდ აღდგება ურთიერთობები დასავლეთთან, აშშ-თან, არამედ გადავა კიდევ უფრო ახალ მჭიდრო ურთიერთობის ნიშნულზე.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაში23 NGO: მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: 8 ივლისს პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე გადაწყვეტილებას მივიღებთ