კობახიძე – „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. კერძოდ, ცესკო-ს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო – სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია
შემდეგი სტატია„ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი – მარნეულში „ოცნებამ” არჩევნები გაყალბების შედეგად მოიგო