კობახიძე – პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს, ჩვენი დასკვნები გვაქვს, ვის სურს მეორე ფრონტი

პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს, ჩვენი დასკვნები გვაქვს, ვის სურს მეორე ფრონტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში არ დაუშვას მეორე ფრონტი.

„ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება. რა თქმა უნდა ყველა, პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით, მათ შორის, ყურადღებით ვაკვირდებოდით უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს. კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც ვაკვირდებოდით, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში, თუ საჯაროდ ნათქვამ განცხადებებსაც ვაკვირდებით. ჩვენი დასკვნები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, ვის სურს საქართველოში მეორე ფრონტი. აქედან გამომდინარე გვქონდა საუბარი გლობალურ ომის პარტიაზე, რადიკალურ ოპოზიციაზე. თვითონ რადიკალური ოპოზიციის მესიჯია, რომ როცა მოესურვება, შემოვა. ამას ამბობს, რატომ არ შემოდის რუსეთი? ანუ რას ამბობთ, უნდა და ვერ შემოდის? დავანებოთ ამას თავი, ისეთ თემას ვეხებით, რაზეც დეტალურად არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ აქ ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე გაჭედილი“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიმეცოლა – უნდა დაველოდოთ თითოეულ ქვეყანასთან დაკავშირებულ მოხსენებას, ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ პირობების შესრულების შემდეგ შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება
შემდეგი სტატიაბორელი – გაფართოების თარიღის განსაზღვრა ემსახურება პოლიტიკური ენერგიების მობილიზებას წინსვლისთვის, ჰორიზონტი თუ არ გვექნება, ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ ჩვენ გვაქვს დრო, დრო არ გვაქვს