კობახიძე: პროცესებს კიევიდან მიხეილ სააკაშვილი მართავს

რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს. მას აქვს მედიასაშუალებები და ფული. ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ის ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

„ეს რეალობაა, მას რამე განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს ამისთვის, მას აქვს მედია და ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფებების შიგნით. თუმცა, მას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ეს ქვეყანა არისო. რაც კი არეულობა იყო ჩვენს ქვეყანაში გასული წლების განმავლობაში, ყველაფრის უკან იდგა ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ისინი პასუხს ქართული საზოგადოებისგან არჩევნებზე მიიღებენ და ეს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივასილ ჩიგოგიძემ ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს ჩაარტყა
შემდეგი სტატიამოქალაქე ნინო გიორგაძე ამბობს, რომ მის ძმას ტატუს და წვერის გამო 7-მა ადამიანმა სცემა