21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

კობახიძე: ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალისთვის უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, რომ საზღვაო ნავსადგურის გაფართოება მორიგი დასტურია იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება. პროექტი აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC) მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განმავითარებელი ქართული კომპანიაა:

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანიაა. „პეის ჯგუფის” წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს პროექტები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშარაშიძე: “ოცნებამ” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახარიას წინააღმდეგ საქმის შესათითხნად გამოიყენა
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს არის სააკაშვილის მეგობრების ხმაური და მეტი არაფერი