21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

კობახიძე: პოლიციის დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა აღკვეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლები ქართული სახელმწიფოსთვის გამოწვევებით სავსე პერიოდად შეაფასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პოლიციამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასა და არაკონსტიტუციური ქმედებების აღკვეთაში.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავების პროფესიონალიზმმა ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს გადაარჩინა:

„გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის. უპირველეს ყოვლისა სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა. თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: ახლა ერთიანობა არის საჭირო
შემდეგი სტატია“ოპოზიციის ერთიანობა არის გამარჯვების ფორმულა და ხელისუფლებას ამის ეშინია”- ფოფხაძე