კობახიძე: პარტიის 36 000-ვე წევრს ექნება სურვილი, კალაძე იყოს მერობის კანდიდატი

“მიღებული პრაქტიკაა, რომ კანდიდატები სახელდებიან, დაახლოებით, 2-3 თვით ადრე. ბუნებრივია, პარტია ამ შემთხვევაშიც ასე იმოქმედებს. კახი კალაძეს უნდა თუ არა, ამას ვიტყვით სათანადო დროს, როდესაც დასახელდებიან კანდიდატები. იქნება თუ არა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, ეს თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული მის პოზიციაზე. ამასაც მოისმენთ ახლო მომავალში.

პარტიაში ყველას, 36 000-ვე წევრს, ბუნებრივია, ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2”-ის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიდიმა ბილანი გაშიშვლდა (ფოტო)
შემდეგი სტატიაკობახიძე: ევროპულმა საქართველომ ჩართო თვითგანადგურების რეჟიმი და წარმატებით მიიყვანეს ბოლომდე