კობახიძე: პარტიებს მეტ დროს დავუტოვებთ, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში

მანდატების დათმობა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ რა მექანიზმით გვქონდა – თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს პარლამენტში არ შემოვიდეს, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ამ პარტიებს მეტ დროს დავუტოვებთ, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი იმ შეთანხმებას, რომელზეც საუბარია ელჩებთან თანდასწრებით.

„მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, არჩილ თალაკვაძე არა. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს, მათ შეეძლებათ, დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შემოვიდნენ. წელზე მეტი, ოპოზიცია ისედაც იყო ბოიკოტის რეჟიმში, უმრავლესობა მარტო იჯდა. იგივე შეიძლება, გაგრძელდეს გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწეროს, რომელზეც საუბარია ელჩებთან თანდასწრებით. დიდი იმედი გვაქვს, 11 დეკემბერს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ყველა პარტია იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: „ოპოზიციას შევიყვანთ“ – ის სიტყვა არ არის, რასაც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ვიტყოდი
შემდეგი სტატიაკობახიძე: თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებს პოლარიზაციასთან და არაკონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად დასხდომა და საუბარი