კობახიძე: ოპოზიცის უარი ალოგიკურია, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის თქმით, კრისტიან დანიელონის დოკუმენტზე ოპოზიციის მიერ ხელის არმოწერა “ალოგიკურია, მაგრამ, ალბათ მოსალოდნელი”.

“ალოგიკური არის უარი, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი მაინც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, ოპიზიცია ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ალოგიკურ ნაბიჯებს. თავისთავად, ეს რიტორიკაც არის წინააღმდეგობრივი – როდესაც, ერთი მხრივ, საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და, მეორე მხრივ, ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა. ეს მტკიცება და ლოგიკა, თავისთავად, არის წინააღმდეგობრივი”, – ამბობს კობახიძე “იმედთან” ინტერვიუში.

გუშინ, 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე: არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა
შემდეგი სტატიანაყოფია: ნიკა მელიას გარეშე „ქართულ ოცნებასთან” შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია