კობახიძე – ოპოზიციისთვის თვითმიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამისთვის შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს გარედან გვარამია

ოპოზიციისთვის თვითმიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამისთვის აღვივებენ პოლარიზაციას, ამისთვის შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს გარედან გვარამია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პირადად ათასჯერ მაინც მაქვს ნათქვამი, ოპოზიციისთვის თვითმიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მეტი რა უნდა დაამტკიცონ. პირდაპირ განცხადებებით ადასტურებენ იმას, რომ ჩვენ ვართ მართლები. ოპოზიციისთვის არის არამარტო მიზანი, არამედ თვითმიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამისთვის აღვივებენ პოლარიზაციას, ამისთვის შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს გარედან გვარამია.

გლობალური ომის პარტია არის ის, ვისაც აწყობს საქართველოში პოლარიზაციის შენარჩუნება. აწყობს ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის სამწუხარო მოვლენა. თუმცა ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ დეკემბერში განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან, იქნება მიღებული ამჯერად მაინც სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მთავრობა
შემდეგი სტატიაოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები დერადიკალიზაციისკენ, ეს პუნქტი ვერ შესრულდება – კობახიძე