კობახიძე: ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, სულ მცირე 65 პროცენტით მოვიგებთ არჩევნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნება“ სულ მცირე დაახლოებით 65 პროცენტით მოიგებს არჩევნებს.

კობახიძის თქმით, სხვა შემთხვევებშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს. შემიძლია, ეს თამამად გითხრათ. 2/1-ზე დაახლოებით 65 პროცენტს ნიშნავს, შეგვიძლია, ეს თამამი განცხადება გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს, იქ შეიძლება, სხვანაირი პროცენტები დალაგდეს. გარწმუნებთ, ასეც და ისეც, ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: ძვირფასო მეგობრებო ენმ-დან, დაჟინებით მოგიწოდებთ, შედით პარლამენტში
შემდეგი სტატიამოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის – 15 22 მეშვეობითაც შეეძლებათ