კობახიძე ოპოზიციის აქციაზე: მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია

“არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არაა, გარდა ერთისა, ესაა კოვიდის გავრცელება”. – ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით.

კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას 12 000 ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, მისივე თქმით, როგორც “ოცებისთვისაა” ცნობილი, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.

“მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება სამწუხაროდ სხვა რაიონებში. იგივეს აპირებენ ახლა თბილისიდან სხვა რაიონებში, რაც არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ამ პოლიტიკური ძალის სახის, ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარი მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია”. – ამბობს კობახიძე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას გამართავენ.

banner
წინა სტატიაში„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ მომავალი პედაგოგებისთვის სტიპენდიები დააწესა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ვაპროტესტებთ და არ ვეგუებით, რომ არჩევნები მოგვპარეს