კობახიძე ოპოზიციაზე: ეშინიათ, რადგან რეალურად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

“ჩვენ რაც შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველაფერი არის საჯარო. ჩვენ შევთავაზეთ მათ შედეგების გადათვლა, გადამოწმება და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ ყველაფერს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ ისინი აღმოაჩენენ თუნდაც მიზერულ გადახრას, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, მათ აქვთ ძალიან მოკრძალებული პოზიცია ამ წინადადებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმის გამო, რომ რეალურად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა საქართველოში. ისინი ვერ აღმოაჩენენ ვერც 1-პროცენტიან და ვერც 0.1-პროცენტიან გადახრას ქართული ოცნების სასარგებლოდ. არჩევნების გაყალბება იყო მათი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან აღიკვეთა საქართველოში.”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა
შემდეგი სტატიადიღომში სროლა იყო