კობახიძე: ოპოზიციამ კაპიტულაცია გამოაცხადა, იციან, რომ II ტურებს წააგებენ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების ბოიკოტზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რადგან იციან, რომ II ტურებს წააგებენ.

“ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე.

ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში.”- აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: შემაშფოთებელია, რომ ენმ-მ ამდენი ხმა მიიღო
შემდეგი სტატია„ქართული მარში“ „ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს