კობახიძე – ოპოზიცია ვიდრე აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია შეუძლებელია

ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, სადაც იყო თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შესასრულებელი იყო 12 პუნქტი, არსებითად შესასრულებელი იყო ის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის მიღებას, ყველა შესაბამისი კანონი ამ თვის ბოლომდე იქნება მიღებული.

„არის გარკვეული პუნქტები, რომლებზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის პირველ რიგში დეპოლარიზაცია. ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე, ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, სადაც იყო თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული, რაზეც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს ანგარიშს საზოგადოებას და ასევე საერთაშორისო პარტნიორებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან, ახალი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ნათელი და გაცხადებული, ამას ხედავს საზოგადოება
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების თხოვნას ანგარიშს გაუწევს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე აღარ დაამტკიცებს