კობახიძე – ოპოზიცია სუსტი კი არა, დაშლილი, მოშლილი, ჩაშლილია, მათ ყველა სიტყვა უხდებათ

ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილი, მოშლილი, ჩაშლილია. მათ ყველა სიტყვა უხდებათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მეტი შიდა დაპირისპირება იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მით უკეთესია.

„კონკურენცია, რომელიც ხაბეიშვილს, ლომჯარიასა და სხვებს შორის არსებობს, არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით, შიდა პარტიული კონკურენცია. ჩვენ ამაში არ ვერევით. რატომ უნდა ჩავერიოთ? თვითონ სააკაშვილი არის ამ დაპირისპირების მონაწილე. იქ არის მელია, უგულავა, ლომჯარია – რაც მეტი იქნება მათ შორის შიდა დაპირისპირება, მით უკეთესი. მათ შიდა საქმეებში ჩვენ არ ჩავერევით. პირიქით, მგონია, რომ ეს შიდა დაპირისპირებები ძალიან კარგია, ამ კუთხით მათ მაქსიმალურად უნდა მივცეთ თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დანიაში არ შეუშვეს
შემდეგი სტატიაკიევი ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზებს უკრაინული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შეზღუდვის გაგრძელებისთვის და არ არის მზად, მიიღოს პოლონეთის ცალმხრივი აკრძალვა – სტეფანიშინა