22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

კობახიძე: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია – ერთმანეთში ამოიცნეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში

ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: საჭიროა ზეწოლა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველა სეგმენტზე- სანქციები უნდა გაფართოვდეს
შემდეგი სტატია„ქვეყნის ორჯერ ჩაბნელების გამო ზარდიაშვილი გაათავისუფლეს“ — ლაშა ფარულავა