14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

კობახიძე: ოპოზიცია ახლა შიგნით ეძებს განტევების ვაცს და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ახლა შიგნით ეძებს განტევების ვაცს და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ეს აქცია ჩავარდებოდა და ნახეთ, რომ ჩავარდა. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც სისუსტეს ხედავ, შიგნით ეძებ განტევების ვაცს და ეს დაპირისპრება არის აქედან გამომდინარე. ეს მათი საქმეა. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
შემდეგი სტატია“ევროპის ინტერესებშია, რუსულმა ჯარებმა საქართველო დატოვონ”- კაია კალასი