საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში „დიფ სთეითის“ თემასა და წარსულში განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლებზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ომში ჩართვის საკითხზე შეხვედრები შედგა თბილისში, სადაც მოთხოვნა პირდაპირ, შეხვედრის ფორმატში დააყენეს და არა სატელეფონო ზარის საშუალებით. პრემიერმა დააზუსტა, რომ თავად ესწრებოდა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას.
პრემიერის მტკიცებით, სატელეფონო ზარი განხორციელდა არა ომში ჩართვის, არამედ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების დაგეგმვის დროს.
კობახიძემ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის პოზიციას წარსულში უცხოელი პარტნიორების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის შესახებ.















