კობახიძე: ომის პარტიამ ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს

ოპოზიცია, ომის პარტია თავისი შინაარსით არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას, ეს არის მათი ბუნება და ხასიათი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ცხრა წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეასუსტეს და ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს.

„თქვენ ნახეთ, ორი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური ლიდერი, საუბარია გვარამიაზე, თავს დაესხა ორ სხვადასხვა ელჩს, ამ შემთხვევაში, ეს იყო გერმანიის ელჩი, მანამდე სხვა ელჩზე ჰქონდა მას თავდასხმა. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს ოპოზიცია, ომის პარტია არის თავისი შინაარსით არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას. ეს არის მათი ბუნება, ხასიათი და მათი საქმეც ზუსტად ამას ეფუძნება. მათი საქმე იყო ის, რომ მაქსიმალურად შეასუსტეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმ ცხრა წლის განმავლობაში, ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთს. აღარ გავიმეორებ ამ ყველაფერს, რაც გააკეთეს ამ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში. ეს არის უბრალოდ ამის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან
შემდეგი სტატიაკობახიძე: გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს