კობახიძე “ოცნების” შიდა კვლევებზე: ჩვენი 60% კი არა, ოპოზიციის ჯამური 40%-ია გასაკვირი

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მხრიდან მყარი მხარდაჭერა აქვს. ის კი არ არის გასაკვირი, რომ “ქართულ ოცნებას” 60% აქვს, გასაკვრი არის ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”მ “პატრიოტთა ალიანსს” და ა.შ. ჯამში 40% აქვთ. ეს არა მარტო გასაკვირი, არამედ, შემაშფოთებელიცაა”, – თქვა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა განვითარდება და ასეთი ოპოზიციური პარტიები ჯამურ 40%-საც ვერ მიიღებენ.

ირაკლი კობახიძემ პარტიის წინასაარჩევნო ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესის თავისუფლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და არ არის გასაკვირი, რომ “ოცნებამ” 20 მილიონი ლარის მობილიზება მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს ოლქებზე ცესკომ იმაზე მეტი ბიულეტენი გაგზავნა, ვიდრე ამომრჩეველია
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: ოპოზიციის მომხრე პოლიციელები სპეცუბნის სიებიდან ამოიღეს