კობახიძე – ნიკა მელიას განცხადებას მოლანდება დავარქვათ, სიზმარი თუ რა, არ ვიცი

ნიკა მელიას განცხადებას მოლანდება დავარქვათ, სიზმარი თუ რა, არ ვიცი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მელია აცხადებდა, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება, ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის სპეცსამსახურები.

„ნიკა მელიას განცხადებას მოლანდება დავარქვათ, სიზმარი თუ რა, არ ვიცი. წარმოუდგენელია, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. რაზეა საუბარი? მას ინფორმაცია აქვს, ხომ? მივიდეს და მოახსენოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი და მეამა მომხმარებელს “ქართული ქსოვილის” პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს
შემდეგი სტატიაკობახიძე: სააკაშვილი კი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალონ