კობახიძე “ნაცმოძრაობაზე”: 3 წელი აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება

პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის გასაღები არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს – ტენდენცია კარგია, მთავარია გაგრძელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესი არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყო.

„პოლარიზაცია არის ტვირთი ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის, მაგრამ არის ობიექტური გარემოებები, რაც შეუძლებელს ხდის ჩაკეტილი წრის გარღვევას. რეალისტურად თუ შევხედავთ, ერთადერთი რაშიც არის პოლარიზაციის ჩაკეტილ წრის გარღვევის გასაღები, ეს არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს, როგორც პოლიტიკური ძალა. ტენდენცია კარგია, მთავარია ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „არჩევნების შემდეგ არის ეს პროცესი აქტიურად დაწყებული“.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულს თავის მიზეზები აქვს. კობახიძე ორ ფაქტორს ასახელებს, რომელიც მისივე აზრით, “არსებითად ასუსტებს პარტიას”.

„ერთი – გასაგებია, რომ 31% აიღეს, მაგრამ პრინციპული არჩევნები წააგეს და 3 წელი აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება. მათ თვითონაც იციან, რომ სამი წელი ძალიან გაუჭირდებათ.

მეორე – სააკაშვილი, მათი ბელადი, ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას, არის ციხეში“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი
შემდეგი სტატიასააკაშვილი გიგი კალანდაძის დაკავებაზე: სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით