კობახიძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურისთვის ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა

ხულიგნები არიან კირკიტაძე, უგულავა, მელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურისთვის ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს რუსთავში, თქვენ ნახეთ, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ამ სახის ერთ-ერთი „საუკეთესო“ მაგალითი არის დავით კირკიტაძე. ის არის ჩვეულებრივი ხულიგანი, რომელმაც თავის დროზე, როცა ახალი დეპუტატი იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, ჯერ სცემა დაცვით თანამშრომელი, შემდეგ ჰქონდა ანალოგიური ინციდენტი გუბერნატორობის დროს, როდესაც საფეხბურთო მატჩის დროს სცემა ერთ-ერთი მსაჯი, გუშინ კი სცემა რუსთავის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც იყო მათ ოფისთან მისული. ახლა ვნახოთ, რა ტიპის კანდიდატებთან გვაქვს საქმე „ნაცმოძრაობის“ სახით. კირკიტაძე ხულიგანი, უგულავა ხულიგანი, მელია ხულიგანი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის. რა თქმა უნდა, მიიღებენ შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – შემდგომი დღეების განმავლობაში ინფექციის გავრცელების კლება იქნება
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, სააკაშვილს ციხეში რაღაც დაემართოს