კობახიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებულებზე კომენტარს აკეთებს

news
ავტ.: news აგვისტო 8, 2016 16:08

კობახიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებულებზე კომენტარს აკეთებს

მანანა კობახიძე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული ადამიანები მიჰყავს “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის კანდიდატად.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ადამიანებზე ვისაც არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს, თავის დროზე შეიძლება, სხვა ნომრით იყრიდნენ კენჭს, თუმცა ისინი პარტიულ სიაში არ ყოფილან.

“არიან ადამიანები, რომლებიც უპარტიოები იყვნენ და პარტიული სიით არ იყრიდნენ კენჭს. კონკრეტულ ოლქში მაჟორიტარად იყრიდნენ კენჭს. მათ მხარს უჭერს იქ მოსახლეობა, დანარჩენს გადაწყვეტს ამომრჩეველი. ის ადამიანები, თავის დროზე, შეიძლება, სხვა ნომრით იყრიდნენ კენჭს, თუმცა ისინი პარტიულ სიაში არ ყოფილან და ჰქონდათ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და გავიდნენ თავის დროზეც ამ მხარდაჭერით. ვფიქრობთ, რომ ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა დაველოდოთ იმ სწორ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა 8 ოქტომბერს გააკეთბეს”, – განაცხადა კობახიძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 8, 2016 16:08