კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთიანი ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან

“ნაციონალური მოძრაობა” არის ერთიანი ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან – ამის შესახებ “ქართულკი ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას ბოროტი ზრახვები აქვთ, თუმცა მათ ამის საშუალებას “ქართული ცონების” ხელისუფლება არ მისცემთ.

“არის შიდა დაპირისპირებები, კონფლიქტები ნაცმოძრაობაში. რამდენიმნე ჯგუფია და ეს არის მათი ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მელიას აქვს რაღაცა თამაშები, 5-იც არ გამოაკრა საკუთარ ბილბორდებზე. ფიქრობს, რომ თუ გაემიჯნება ფსიქოლოგიურად ნაცმოძრაობას, ამ შემთხვევაში მეტ ხმას მიირებს და ა.შ. ეს არის რაღაც ბავშვური გათვლები და ბავშვური თამაშები, სინამდვილეში მთავარი არის ერთი, რომ ეს არის ერთიანი ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და მელიას ერის ერთ-ერთი… სააკაშვილი, მელია, ისინი არიან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბოროტი ზრახვები. ამის აღსრულების საშუალება მათ, ბუნებრივია, არ მიეცემათ და ამაზე პასუხისმგებელია ჩვენი ხელისუფლება, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ადვოკატი: ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია
შემდეგი სტატიასაარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიმართავს